გია დავითიანის შემოქმედებითი საღამო

04 მარ 2026

“და მაინც მიყვარს წლები გასული" - გია დავითიანის საიუბილეო საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. მომღერალი განსხვავებული ამპლუით წარსდგა. ღონისძიებაზე მისივე პოეტური კრებულის "ნაბახუსევი თბილისის" ლექსების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა უჩვენეს.

პერფორმანსმა მომღერლის 10-მდე სიმღერა და 15-მდე ლექსი გააერთიანა, სადაც მისი ცხოვრების ეპიზოდები იყო ასახული.

გია დავითიანი ინდივიდუალური შემსრულებელი ასევე ანსამბლ „ალილოს„ წევრია. მისი რეპერტუარი მოიცავს ქალაქურ სიმღერებსა და თანამედროვე ქართულ კომპოზიციებს.