01 მარ 2026
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში მოძრაობა იზღუდება, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციაა.
"ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 მარტამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.