01 მარ 2026
ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა, – ამის შესახებ რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ირანის პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა.
პუტინის თქმით, აიათოლა ხამენეი რუსეთში ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს.
„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე მათ აყვანაში“, - აღნიშნულია პუტინის წერილში.