1-ლი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს, ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.
უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ისე - დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.