ისრაელმა თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო

01 მარ 2026

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

მედიაში ვრცელდება ცნობები აფეთქებებზე თეირანის პოლიციისა და ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობებთან.

ირანის სამხედრო ძალები კი საპასუხო დარტყმებს სპარსეთის ყურეს მასშტაბით ახორციელებენ.

ირანში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალების პილოტებმა წარმატებით დაბომბეს აშშ-ის ბაზები ყურის ქვეყნებში და ერაყის ქურთისტანის რეგიონში.

ასევე, ვრცელდება ცნობები დრონების შეტევის შესახებ დოჰაში, დუბაისა და მანამაში.