საინფორმაციო კამპანია „პროფესია პოლიციელი“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

01 მარ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია - „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზუგდიდის სახანძრო - სამაშველო განყოფილებას და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს  ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ დანაყოფების საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ და სიმულაციურ აქტივობებში.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.