01 მარ 2026
ირანის ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოში.
„ჩვენ გვესმის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო, პოლიციის ძალების და უსაფრთხოების სხვა დანაყოფების ბევრ წევრს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან იმუნიტეტს ელოდება. როგორც გუშინ ღამით განვაცხადე: „ახლა მათ შეუძლიათ, იმუნიტეტი ჰქონდეთ და მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილი ელოდებათ“. იმედია, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია ირანელ პატრიოტებთან მშვიდობიანად გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ, როგორც ერთიანი დანაყოფი, რათა ქვეყანა იმ დიდებულებას დაუბრუნდეს, რასაც იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა სულ რაღაც ერთ დღეში ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც. თუმცა ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დასამყარებლად მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს ტრამპი.