01 მარ 2026
საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები დაგმეს.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციაში მონაწილეობა საფრანგეთს, გერმანიას და გაერთიანებულ სამეფოს არ მიუღიათ.
„საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო განუწყვეტლივ მოუწოდებენ ირანის რეჟიმს, შეწყვიტოს ირანის ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, თავი შეიკავოს რეგიონში და ჩვენს სამშობლოებში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებისგან, შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობა და რეპრესიები. ამ დარტყმებში მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ მჭიდრო კონტაქტში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და პარტნიორებთან რეგიონში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმებს რეგიონის ქვეყნებზე. ირანმა განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან თავი უნდა შეიკავოს. ირანის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების განახლებისკენ, გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოვუწოდებთ. საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.