01 მარ 2026
ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე განმანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – ნათქვამია განცხადებაში.