ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები აგრესორებს იმ გაკვეთილს ჩაუტარებენ, რასაც იმსახურებენ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

28 თებ 2026

ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები აგრესორებს იმ გაკვეთილს ჩაუტარებენ, რასაც იმსახურებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პლატფორმა X-ზე წერს, ტრამპმა სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“.

„ტრამპმა სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ აქცია, რაც პრაქტიკაში ყოველთვის „ამერიკა ბოლო ადგილზე“ ნიშნავს. ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები ასეთი დღისთვის მზად არიან და აგრესორებს იმ გაკვეთილს ასწავლიან, რასაც იმსახურებენ“, – აცხადებს არაღჩი.