მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე - ირანში საქართველოს საელჩო

28 თებ 2026

ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ინფორმაციას ავრცელებს.

„რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული შეტევა“ დაიწყო. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.