სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

28 თებ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით - 1981 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ  ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.