28 თებ 2026
ისრაელმა ირანზე „პრევენციული შეტევა“ დაიწყო, ისრაელში „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ისრაელ კაცის განცხადებით, იერიშის მიზანს „საფრთხეების გაუვნებელყოფა“ წარმოადგენდა.
ისრაელში მოსალოდნელია ირანის საპასუხო თავდასხმა. ამის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე განგაშის სირენები ჩაირთო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თეირანზე თავდასხმა რამდენიმე რაკეტით განხორციელდა.