27 თებ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 22 მედალი მიულოცა.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბელგრადში გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე MMA-ის ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა ორი ოქროს, შვიდი ვერცხლის და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.