25 თებ 2026
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, 1921 წელს კოჯორ–ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს.
ახალგაზრდებმა კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად 1921-მეტრი გაირბინეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
იუნკერებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის, გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.