29 იან 2026
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფებოდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
უწყების ინფორმაციით, აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა.