25 თებ 2026
არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, თუ ამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩი ცდილობს, საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ჩაერთოს.
„გუშინ სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არ უთქვამთ. ამხილეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ოთხი წელი მიზეზი, რატომაც ჩვენ დასავლეთი და ევროკავშირი გვერჩოდა იყო ის, რომ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. ეს საუბარი, რომ თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის, როცა ქვეყანას ეუბნები, რომ უნდა დაუწესო სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვა, ვაჭრობა არ გქონდეს, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, როგორც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა და იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ, ერთი ჯარისკაციც არ ჩამოვა ჩვენთან. შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის.
რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ის ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად დ მათ შორის პარლამენტის წევრებთან, პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას ანუ ომს. როცა მას ეუბნებიან, თუ ჩვენს ბიზნესს ავუკრძალავთ და არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის შემოტანა და გაძვირდება ყველა პროდუქტი, მისი პასუხია, არაუშავს, ჩვენთანაც გაძვირდაო. ასეთი ადამიანი შემდეგ რომ ქართულად გველაპარაკება და სიყვარულზე გველაპარაკება, ამ ფარისევლობას ვხედავთ. არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ბრიტანეთის, გერმანიის, ჩასვან ის თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ. თუ რამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელი დღეს არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი ხალხის ბედსაც ანგრევს.
„ახლახან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ პრემიერ-მინისტრმა თავად გამოაქვეყნა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. ახლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი გამოწვევები გვაქვს, ცხვირაბზუებული გვეუბნება, რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს, რომ აქ გველაპარაკება ამ ტონით, თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება. გვერდით ეჯდა ელჩი ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გააქვს რუსეთში. ასეთი ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი.
ბრიუსელი დღეს არის ღირებულებებისგან დაცლილი, ბიუროკრატების თავყრილობა, რომელსაც ერთადერთი, რაც შეუძლია, არის სხვების დაზიანება. მათ არ აქვთ არანაირი უნარი, ძალა, შემოქმედებითი მიდგომა რაიმეს მიმართ. ერთადერთი, რასაც დღეს ბრიუსელი აკეთებს, არის ნგრევა. რაც მთავარია, ანგრევს სხვების და საკუთარი ხალხის ბედსაც. ამიტომაც არის რომ ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა ბრიუსელისა და მათი მარიონეტების წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე.
"ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული, პარტიული მედიის მფლობელი უზის თავისთან. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“. არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი უკვე დაგვანახა თანამედროვე სამყარომ. ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ევროპელების და ბრიტანელების სახე. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლობა ევროპელების და ბრიტანელების თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12 ათასი კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ არ მოეწონათ მათი კომენტარი.
„იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.