22 თებ 2026
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
კლინიკის განმარტებით, ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.