20 თებ 2026
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურების და ექსპერტთა მისიის მუშაობის საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მისიასთან თანამშრომლობას აანონსებს როგორც ოპოზიცია ასევე უმრავლესობაც.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისიას დაევალა: „მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება; ასევე მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ“.