11 თებ 2026
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან.