20 თებ 2026
ბათუმის საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დღეს საკრებულომ ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილებები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 162 საშტატო ერთეული 134-მდე შემცირდა. ცვლილება ძალაში 2 მარტიდან შევა.
ამასთან წარმომადგენლობითმა ორგანომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრა.
ამ და სხვა საკითხების განხილვამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. დღეს საკრებულოს სხდომა დარბაზის რეაბილიტაციის გამო, უმაღლეს საბჭოში ჩატარდა.