20 თებ 2026
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ცვლილებები ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში.
ამასთან, წარმომადგენლობითმა ორგანომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი უნდა განსაზღვროს.