თინათინ მღვდლიაშვილის საიუბილეო საღამო

20 თებ 2026

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. პოეტს ახლახანს 70 წელი შეუსრულდა.

იგი 30-მდე პოეტური კრებულის ავტორია. მის ლექსებზე არაერთი სიმღერაა დაწერილი, რომლებიც პოპულარულობით სარგებლობენ.

თინათინ მღვდლიაშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.პოეტმა რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ცნობილმა მომღერლებმა მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.

ბათუმის მერიამ კი თინათინ მღვდლიაშვილს კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.