20 თებ 2026
რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
სუს-ში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე 3 მილიონ ამერიკულ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა.
სუსის ინფორმაციით, ბრალდებულები ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ.