"ბათუმური რაფსოდია" გრძელდება

27 სექ 2025

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“. წარმოდგენაში ცნობილი უცხოელი და ქართველი საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები. კვირეული საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გალა კონცერტით დაიხურება.