14 თებ 2026
აკონტროლებდე იმას, თუ ვინ და რამდენი ადამიანი შედის ქვეყანაში არ არის ქსენოფობიის, სიძულვილის გამოვლინება, - ამის შესახებ, შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიომ ევროკავშირს მოუწოდა, საზღვრების კონტროლი გაამკაცროს, რათა უკანონო მიგრაციას ებრძოლოს.
„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული საზღვრების კონტროლი. აკონტროლებდე იმას, თუ ვინ და რამდენი ადამიანი შემოდის ჩვენს ქვეყნებში, არ არის ქსენოფობიის, სიძულვილის გამოვლინება. ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი. ამის არ გაკეთება ჩვენი ხალხების წინაშე ფუნდამენტურ ვალდებულებაზე მხოლოდ უარის თქმა არ არის. ეს მყისიერ საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების განვითარებასა და ცივილიზაციის გადარჩენას“, - თქვა რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.