აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი

15 მარ 2026

აშშ-ის საელჩო ერაყში ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ბაღდადში არსებულმა საელჩომ ამერიკის მოქალაქეებისთვის კატეგორიული გაფრთხილება გაავრცელა. მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას აპირებს, ურჩევენ, გადახედონ გადაწყვეტილებას.

„ირანი და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ერაყში. უკვე მოხდა თავდასხმები აშშ-ის მოქალაქეებზე, აშშ-ის ინტერესებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ ერაყში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდეს, არ მივიდნენ ერაყში მდებარე აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში.

„არ ეცადოთ მოსვლას ბაღდადში მდებარე საელჩოში ან ერბილში არსებულ გენერალურ საკონსულოში, რადგან ერაყის საჰაერო სივრცეში კვლავ არსებობს რაკეტების, დრონებისა და ნაღმტყორცნების საფრთხე“, – ნათქვამია დიპლომატიური მიმართვაში.

14 მარტს ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შედეგად დაზიანდა დიპლომატიური მისიის შენობაში არსებული ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი.