გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

10 თებ 2026

მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებს გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის შესახებ ახალი ბრალდებები წარუდგინა - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საუბარია ამ პირების მიერ განხორციელებულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე. პროკურატურამ გაავრცელა შესაბამისი ვიდეომასალაც.