10 თებ 2026
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით სამუშაო სიღარიბის დონე ქვეყანაში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსიც გამოაქვეყნა.
ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.
ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 1,4%-ს გაუთანაბრდა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორნახევარჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 10-ჯერ არის შემცირებული.