უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში

30 იან 2026

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.

განახლებული შეფასებით 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10.2 პროცენტამდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9.6 პროცენტი გახდა, 2024 წლიდან კი 8 პროცენტს გაუთანაბრდა.

ირკვევა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო და 20 პროცენტს შეადგენდა.