10 თებ 2026
ქედის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი მილიონ ცხრაასი ათას ლარამდე გაიზარდა. ცვლილებები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა.
დამატებული თანხებით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების დაფინანსება.
ასევე გადანაწილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და მოხმარდება მეწყერსაწინააღმდეგო და საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ბიუჯეტში ცვლილება ეკონომიებმა განაპირობა.