08 თებ 2026
3 თებერვალს დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროს ოფიციალურ პირსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შორის კონსტრუქციული საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.
დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ შეხვედრა „საერთო ინტერესის“ საკითხებს შეეხო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ლაშა დარსალიას შეხვედრის თაობაზე დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი Independence Avenue Media-ს ჟურნალისტმა, ქართლოს შარაშენიძემ გაავრცელა.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსმა ოფიციალურმა პირმა, ბრენდან ჰანრაჰანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან“, – განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა Independence Avenue Media-ს კითხვაზე პასუხად.