კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, სოფელ ბარჯაშთან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

08 თებ 2026

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ბარჯაშთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.