19 ივლ 2026
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა.
უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მძღოლებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.