ბათუმში სარკინიგზო ხიდიდან ვარდნის შედეგად მოზარდი დაიღუპა

07 თებ 2026

ბათუმში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. იგი პორტის მიმდებარედ სარკინიგზო ხიდიდან გადავარდა. რკინიგზის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, მოზარდი სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.