რეფორმა ზოგადი განათლების სისტემაში

03 თებ 2026

დღესვე განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე ,, ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში განხორციელებულ ცვლილებებსაც.

თუ კანონპროექტი დამტკიცდება ქვეყანაში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს - 12 წელი.

პირველ კლასში დაიშვებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება. 

მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლით შეეზღუდება.

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება.