03 თებ 2026
სამი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები-დუბაიში რიგით მეცამეტე მსოფლიო მთავრობათა სამიტმა სტარტი უკვე აიღო.
ირაკლი კობახიძემ გამართა ორმხრივი შეხვედრები, ამის გარდა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში.
„ინვესტიციების მომავალი“ სწორედ ამ საკითხზე იყო ფოკუსირებული გამომსვლელები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა გლობალურ რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ამას ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობაც.
პანელურ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
დღესვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში თემაზე : ,,ეროვნული პროგრესის გაძლიერება ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით“.