30 იან 2026
კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემს მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი - საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მიიღო.
„ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც - აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“, - წერს პაპუაშვილი.