29 იან 2026
ირაკლი კიკვაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორია. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგი იყო. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ დღეს მიიღო.
ირაკლი კიკვაძემ საბჭოს წევრებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.