აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატთან გასაუბრება 29 იანვარს გაიმართება

26 იან 2026

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორობის კანდიდატთან გასაუბრება 29 იანვარს გაიმართება.

სამეურვეო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით ირაკლი კიკვაძის მიერ წარდგენილი საბუთები შესაბამისობაშია საკონკურსო მოთხოვნებთან და ის მეორე ეტაპზე გადავიდა.

დირექტორობის კანდიდატი "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' განვითარების ხედვასა და კონცეფციას ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.