29 იან 2026
ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს. კომისიის შემადგენლობაში 14 პირი იქნება, კვოტები კი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნებას“ – 7 წარმომადგენელი ეყოლება; „ხალხის ძალას“ – 3; ასევე სამი წევრით იქნება წარმოდგენილი კომისიაში პარტია „საქართველოსთვის , 1 დეპუტატი ეყოლება „ევროსოციალისტებს“.
საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.