11 თებ 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
ბერეკაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სექტორია და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.
შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. საპარლამენტო კომისიის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.