ინდოეთის და ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმება

27 იან 2026

ისტორიული მნიშვნელობის სავაჭრო შეთანხმება ინდოეთსა და ევროკავშირს შორის.

შეთანხმებამ 2032 წლისთვის უნდა გააორმაგოს ევროკავშირის ექსპორტი ინდოეთში. მხარეებმა ევროპული ექსპორტის თითქმის 97%-ზე საბაჟო ტარიფების გაუქმების, ან მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ევროპული კომპანიებისთვის წელიწადში 4 მილიარდი ევროს დაზოგვას გამოიწვევს.  

ამ გარიგებებით ევროკავშირიც და ინდოეთიც თავს იზღვევენ აშშ-სთან არასტაბილური ურთიერთობებისგან.