ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ - ორბანი

22 თებ 2026

ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან, - ამის შესახებ პარტია „ფიდესის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ყველა, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, საფრთხეში აგდებს თავის ქვეყანას.

„ბრიუსელს სურს რუსეთი ბრძოლის ველზე დაამარცხოს. ნაპოლეონს და ჰიტლერსაც იგივე სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ალბათ კაია კალასი იქნება წარმატებული. სინამდვილეში, იმის თქმა მინდა, რომ მათ არასწორი პოლიტიკური სტრატეგია აქვთ, რაც საშინლად დიდ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. მცდარია გერმანიის კანცლერის სტრატეგია, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ყველა, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, საფრთხეში აგდებს თავის ქვეყანას. ეკონომიკურად არა რუსეთი, არამედ ევროკავშირის ქვეყნები დაეცემიან“, - განაცხადა ორბანმა.