26 იან 2026
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირსაელის არმიამ ღაზიდან ბოლო მოკლული ისრაელელი მძევალის რან გვილის ცხედარი დაიბრუნა.
იგი ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს მოკლეს, როდესაც პალესტინელმა ბოევიკებმა სამხრეთ ისრაელის თემებზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ღაზაში ისრაელის ორწლიანი ომი გამოიწვია.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცხედარი, რომელიც სერჟანტ რან გვილის ეკუთვნის, იდენტიფიცირებულია.
ნეთანიაჰუს თქმით, უკანასკნელი მძევლის ცხედრის დაბრუნება, ისრაელისთვის განსაკუთრებული მიღწევაა.