26 იან 2026
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, სანთლის ანთების ტრადიციული ცერემონია გაიმართა.
დამსწრეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ 6 მილიონზე მეტ ებრაელს.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.