26 იან 2026
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ, გიორგი ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
საუბარია, ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებაზე.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საპატიმრო სამი დღის წინ დატოვა, მას 7 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.