20 თებ 2026
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. საქმეზე კიდევ ორ ბრალდებულზე დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზე ძებნაა გამოცხადებული.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ჩვენება მისცა სასტუმრო „თბილისი თაუერსის" ადმინისტრატორმა. ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
ასევე საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი განზრახ მკვლელობის ორგანიზების მუხლით აქვს დაუსწრებლად წარდგენილი და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.