მაია ხაჯიშვილი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

23 იან 2026

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრის მთავარი თემა მასწავლებელთა მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

პროექტები ასევე მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.