22 იან 2026
საკრებულოს სხდომა ხულოში - საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულების პროექტები, მათ შორის სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება.
დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა შესაბამისი ფორმულის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიულ მდებარეობას, ინფრასტრუქტურულ პირობებსა და სხვა ეკონომიკურ ფაქტორებს. სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ.